დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ კორონავირუსით დაინფიცირების ორ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი განცხადებით, ახალი შემთხვევები მარნეულს და ბოლნისის რაიონს არ უკავშირდება.
გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში, ქუთაისსა და ბათუმში კვლევები მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით დღეს ორი შემთხვევა დაემატა. სავარაუდო შემთხვევათა რიცხვი ანუ კვლევაში, რომელიც ლაბორატორიულ კვლევაშია, გაცილებით მეტია. ამჟამად პარალელურად მიმდინარეობს კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში, ქუთაისსა და ბათუმში ვფიქრობ, რომ დამთავრდა უკვე.
ახალი 2 შემთხვევა მარნეულს და ბოლნისს არ უკავშირდება. არც შიდა გავრცელებას არ უკავშირდება.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 83 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. კარანტინის რეჟიმში - 4505 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 ადამიანი იმყოფება.